გასული დღეების განმავლობაში, დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები და შეფერხებები გამოიწვია.
„თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვის ჯგუფისა“ და სამგორის რაიონის გამგეობის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
რეაგირება განხორციელდა თითქმის ყველა მისამართზე.
სამგორის რაიონში რამდენიმე მისამართზე, მოქალაქეთა მომართვისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად, გამოვლენილია ლოკალური პრობლემები, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე დაგროვილი წყლის დაგუბებასა და სარდაფების დატბორვას შეეხება.
სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ აღნიშნული პრობლემების მყისიერი რეაგირებისთვის საუბნო განყოფილების წარმომადგენლებსა და გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
სამგორის რაიონის გამგეობის, „ეკოსერვის ჯგუფისა" და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებენ დაზიანებების აღმოფხვრას.
