სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.  

ღონისძიების ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად ახალგაზრდებს შხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. 

კვირეულის მთავარი მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და აქტიური მოქალაქეობრივი ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს.