სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.  
ჩანტლაძის N73-ის მიმდებარედ  რეკრეაციული სივრცის მოწყობა გრძელდება.  
სამუშაოები 1 600 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ატრაქციონების, მოაჯირებისა და სკამების  მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცე. დამონტაჟდება გარე განათება, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  350 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.