ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შეიზღუდება ორივე დღის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.
„შემდგომი დღეების განმავლობაში ქსელის განახლების სამუშაოები შიდა ეზოს სივრცეში გაგრძელდება, რაც ქუჩაზე გადაადგილების შეფერხებას არ გამოიწვევს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" განახორციელებს.
ვაკის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
No article in the selected categories