სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტლის N4, N5, N6, N45, N47 და N49  საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, განხორციელდება მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩის მონაკვეთზეც.

საერთო ჯამში, 3 700 კვ.მ ფართობზე იგეგმება ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება, კორპუსებს შორის დამაკავშირებელი ბილიკის, ბორდიურებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა. 
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით, 500 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე ზურაბ თამლიანთან  ერთად გაეცნო.