სამგორის რაიონში 106-ე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში 106-ე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დელეგირებული უფლებამოსილების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ბოგდან ხმელნიცკის V შესახვევი N8-ში, 106-ე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი მოეწყობა და სრულად მოწესრიგდება ბორდიურები. სამუშაოების საერთო ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე ზურაბ თამლიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც გაიმართა. მათთან ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

სამგორის რაიონის გამგეობა საჯარო სკოლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს, რათა ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემო დახვდეთ.