სამგორის რაიონში კიდევ ერთი სპორტული სივრცის მოწყობა დაიწყო

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბეტონის საფუძველი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება თანამედროვე განათება, ტერიტორია შემოიღობება და დაიგება ხელოვნური საფარი. ასევე, სპორტული მოედანი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ახალგაზრდებს სპორტული აქტივობებისთვის კეთილმოწყობილ და უსაფრთხო სივრცეს შეუქმნის.
პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 270 000 ლარი გამოიყო.
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილობრივებს შეხვდა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.