სამგორის რაიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

სამგორის რაიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობა, სკოლებში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე N94 საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში:  უკვე მთლიანად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა;
5 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი;
მოეწყობა  ბორდიური.
პროექტის ღირებულება 570 000 ლარია.
პარალელურად, სამგორის რაიონში 9 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის: ▪️ 3 სკოლაში ეზოები რეაბილიტირდება;
 5 სკოლაში სახურავების შეკეთება ხორციელდება;
 3 სკოლაში შემოღობვის სამუშაოები ტარდება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამურად 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს სწავლისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემო ჰქონდეთ.
სამუშაოების მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.