სამგორის რაიონში 106-ე საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში 106-ე საჯარო სკოლის ეზოს  რეაბილიტაცია დასრულდა

მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, დელეგირებული უფლებამოსილების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონის გამგეობა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აქტიურად აგრძელებს.

 ამ დროისთვის, ბოგდან ხმელნიცკის V შესახვევის N8-ში მდებარე 106-ე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ორფენიანი ასფალტის საფარი და სრულად მოწესრიგდა ბორდიური. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 240 000 ლარი შეადგინა.

 განხორციელებული პროექტი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად გაათვალიერა. ასევე, გაიმართა შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რომელზეც სკოლის სხვა  ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

 სამგორის რაიონის გამგეობა აგრძელებს საჯარო სკოლების ეზოების კეთილმოწყობას.