სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ცენტრალური მილის ჩანაცვლება და ახალი ქსელის მოწყობა, რაც ქუჩის წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენს.
No article in the selected categories