სამგორის რაიონში, 178-ე საჯარო სკოლაში, ტერიტორიის უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის მიზნით, ღობის მოწყობისა და შესასვლელების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე მოეწყობა ბეტონის ფუნდამენტი და ლითონის კონსტრუქციის ღობე;
დამონტაჟდება 2 ახალი ჭიშკარი და 2 მცირე კარი;
მოწესრიგდება სკოლის ტერიტორიის შემოსაზღვრული სივრცე და გაუმჯობესდება მისი უსაფრთხოება;
სამუშაოების საერთო ღირებულება 204 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია. ისინი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და არსებული საჭიროებების, მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სამუშაოების დასრულების შედეგად, 178-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები დაცულ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სასწავლო გარემოში გააგრძელებენ საქმიანობას.
No article in the selected categories