ბაკურიანში ახალგაზრდული ბანაკი „პიროვნული განვითარება- მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“ გაიხსნა.
სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში ოთხდღიანი ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეობს, რომლის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული განვითარება, სოციალური უნარების გაძლიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გააზრება.
ბანაკის ფარგლებში ინტერაქციული შეხვედრა-სემინარი გაიმართა თემებზე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი ასპექტები, განრიდების მექანიზმები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი ჯაბა უსენაშვილი უძღვებოდა.
ოთხდღიანი ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდები არაფორმალური განათლების გზით ცოდნას გაიღრმავებენ, იმუშავებენ თვითგანვითარების, ეფექტური კომუნიკაციის, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით.
პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარები და ჩამოყალიბდნენ აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად.
No article in the selected categories