ვარკეთილის IIIა მიკრორაიონში, N320 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება
ვარკეთილის IIIა მიკრორაიონში, N320 კორპუსის მიმდებარედ, უსახური ნაგებობებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგეობა, მოსახლეობასთან კოორდინაციით, კეთილმოწყობილ მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს.
სამუშაოების მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიზანია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, ამორტიზებული და უსახური ნაგებობების ჩანაცვლება თანამედროვე, ფუნქციური სივრცით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.
პროექტის განხორციელების შედეგად, ამჟამად მოუწესრიგებელი ტერიტორია ახალ დანიშნულებას შეიძენს - მოეწყობა სივრცე, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების, ერთმანეთთან ურთიერთობისა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიის განახლების პროცესში მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, სივრცის მოწყობა ადგილობრივებთან კოორდინაციით განხორციელდება.
სამგორის რაიონის გამგეობა განაგრძობს საცხოვრებელი უბნების განახლებასა და კეთილმოწყობას. მსგავსი პროექტების მიზანია არა მხოლოდ არსებული პრობლემების მოგვარება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსახლეობისთვის ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება.
No article in the selected categories