სამგორის რაიონში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

სამგორის რაიონში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებულად აღინიშნა მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებლების ღვაწლი, რომელთაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას მიუძღვნეს.

პედაგოგებს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილების თაიგულები გადაეცათ.

ღონისძიებას ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.