ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.
 ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევში, N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ მონაკვეთზე, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
 პროექტის ფარგლებში, 7 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყობა ბორდიურები.
 მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილესთან, ზურაბ თამლიანთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გადაადგილების კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.