ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში N301 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში, N301 კორპუსის მიმდებარედ, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი. 

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს  გაეცნო.

 ეზოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს მოწესრიგებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას.