შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 207
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.
No article in the selected categories
