პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში,  წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1988 წელს დაბადებულ გ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2025 წლის 22 სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.