შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 108
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან და მომსახურების სააგენტოს ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ გიორგი გუნცაძესთან ერთად, სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისგან მუშაობის სპეციფიკის
შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

No article in the selected categories