პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს დაბადებული ო.მ.; 1985 წელს ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995 წელს დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.ა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.