ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბრიტანელი ქალი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 280
19 წლის ორსული ბრიტანელი ბელა ქალი თბილისის საქალაქო სასამართლოდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალის ოჯახმა საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა
ბელა ქალი 11 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაილანდიდან ჩამოვიდა - მას სამგზავრო ჩანთით 12 კილოგრამამდე „მარიხუანისა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიშის“ ქვეყანაში შემოტანას ედავებოდნენ.
„ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი“ - თქვა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ქალიმ
No article in the selected categories
