„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 55
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორს, გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი მურუსიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.
პროკურატურის ინფორმაციით, „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დაკავებულია მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე.
„სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
No article in the selected categories
