იტალიაში საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვისთვის 2 ქართველი დააკავეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 57
იტალიაში, ლაციოს რეგიონში, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვისთვის 2 ქართველი დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამი პირი, მათ შორის ორი ქართველი კაცი რეგულარულად შედიოდნენ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა განყოფილების დერეფნებში იყოფოდნენ და განსაკუთრებით ძვირადღირებულ საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ, რის შემდეგაც ჩანთაში ალაგებდნენ და გარბოდნენ.
ერთ-ერთი ძარცვის დროს, მძარცველებმა მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. იტალიის პოლიციამ ისინი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის მცდელობისთვის დააკავა. ამ დროისთვის დაკავებულები სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
No article in the selected categories
