შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს.

მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას – ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.