პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1991 წელს დაბადებული ლ.მ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ლ. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
