ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 82
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის განცხადებით, არსებობდა სუს-ის თანამშრომლების პირადი ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.
სასამართლოში იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. მოსამართლის განმარტებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მას ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს თუ მოწმის.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
No article in the selected categories
