ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა ხუთ კუბურ მეტრამდე წიწოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
„სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, ბაკურიანის საქმიან ეზოშია გადატანილი“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
No article in the selected categories
