საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 83
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.ქ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ს.ქ. თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სექსუალური ექსპლუატაცია/პროსტიტუციის ბრალდებით იძებნებოდა.
მათივე ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
No article in the selected categories
