სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 120
სუს-მა სარეალიზაციო და სადისტრიბუციო კომპანიებიდან დოკუმენტაციის ამოღება დაიწყო.
„ათობით განჩინების საფუძველზე, სუს-მა დაიწყო კომპანიებიდან დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით", - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლაზე განცხადება გასული წლის 24 დეკემებრს გაავრცელა. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
2025 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრიმა განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
No article in the selected categories
