რუსთავში 16 წლის ბიჭი დაჭრეს

რუსთავში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

განახლება: შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.