ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა დააკავეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 126
პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ჩვენი ინფორმაციით ბესელიას შვილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
წყარო: "რუსთავი 2"
No article in the selected categories
