„არანაირი კავშირი არ გვქონია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან! არავინ მოგვიკლავს, მით უფრო – არ შეგვიკვეთავს არავის მკვლელობა!“ – ძმები კაკულიები
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 62
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც მკვლელობის დამკვეთად საქართველოს ექსპრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი - ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, ხოლო შემსრულებლებად ძმები დავით და გურამ და დავით კაკულიები დაასახელა. ეს ვერსია ჯერ კიდევ კაკულიების სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ გამოძიების მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია.
საპასუხოდ 2022 წლის 27 ოქტომბერს თავად ძმებმა კაკულებმა გაავრცელეს განცხადება, რომელიც გაზეთ „ვერსიასა“ და საინფორმაციო სააგენტო „ჰოთ ნიუსმა“ უცვლელად გამოაქვეყნა.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთვაზობთ ამ განცხადებას, სადაც მკაფიოდ დაფიქსირებულია მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმები კაკულების პოზიცია:
სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების პატიმრები დავით და გურამ კაკულიები მედიისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
წელიწადზე მეტია, მედიასაშუალებებით მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, რაზედაც ხაზგასმით ვაცხადებთ:
არანაირი კავშირი არ გვქონია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან! არავინ მოგვიკლავს, მით უფრო – არ შეგვიკვეთავს არავის მკვლელობა!
ეს აბსურდული ვერსიები და უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ მედიასაშუალებების ბინძური ფანტაზიის ნაყოფია. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
მივმართავთ კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატს: ნუ აყვებით ყვითელ მედიას და ნუ იშვერთ ჩვენსკენ ხელს. არავისთან ნაცნობობა და მეგობრობა ვერ იქნება რაიმე დანაშაულთან ჩვენი დაკავშირების საფუძველი. ეს არის მხოლოდ აბსურდი და ცილისწამება.“
No article in the selected categories
