ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 126
ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა.
პროფესიით ექიმი, 38 წლის გურამ შინჯიკაშვილი, ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ის ქართველებთან ერთად მუშაობდა. დილით ტრაილერი დატვირთა, საღამოს კი აღარ გამოჩნდა. მეგობრებმა სატვირთოს შუშები ჩაამტვრიეს და მის ცხედარს მიაკვლიეს.
მათივე ვერსიით, სავარაუდოდ, დაღლილობის გამო მამაკაცს ჩაეძინა, ჩართული დარჩა ღუმელი, რის შედეგადაც გაიგუდა.
მეგობრები შინჯიკაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისათვის დახმარებას ითხოვენ, ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
პროცესებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ჩართვა იგეგმება.
No article in the selected categories
