პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ვ. თბილისში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ. მალევე დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.