ქუთაისის აეროპორტში 77 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 49
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.
უწყების განმარტებით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერება განახორციელეს. შემოწმების შედეგად, ჯამში 219.81 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქართველოს კანონმდებლობით, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის დეკლარირების გარეშე გადმოტანა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
