განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფაქტზე 1 პირია დაკავებული
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 67
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული - 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
