პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, 37 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა. გამოძიების თანახმად კაცს თავდამსხმელები ქუჩაში წიხლებს და მუშტებს ურტყავდნენ,  რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კაცი ადგილზე გარდაიცვალა.  

პოლონეთის პროკურატურის ვერსიით, 25 და 23 წლის ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაპირსპირება კი იმ დროს დაიწყოო როცა ქუჩაზე ქართველმა მამაკაცმა ჩაიარა.  

ცნობილია გარდაცვლილის ვინაობაც, ის გიორგი ჭილაშვილია, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა.  

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.