თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო. სასჯელის ზომას კი მოსამართლე 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. ამ შემთხვევაში პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ეხმაურება:
"დიახ! სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! 6 თვის განმავლობაში "იცირკავა“ ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა! მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა! სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს 12 საათზე!“- წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, გიგა ავალიანისა და კიდევ რამდენიმე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო ორ ძირითად მუხლში (რომლებიც მოიცავდა ჯამში 5 კონკრეტულ ეპიზოდს) და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წელი და 9 თვე პატიმრობა.
No article in the selected categories