2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოდან გაძევებულია არალეგალურად
მყოფი 2 154 უცხოელი. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენებაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძო აქტიური მუშაობა მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით.
"საქართველოდან გაძევებული არალეგალურად მყოფი უცხოელების რაოდენობამ შეადგინა 2 154 პირი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში გატარდა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 92 ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, გადამოწმდა 9 000-ზე მეტი პირი",- წერია ანგარიშში.
No article in the selected categories