ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა - სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა.
55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გავრცელებელი ინფორმაციით, დანაშუალის მოტივი მიწის გამო დავაა, რის გამოც მეზობლებს შორის წარსულშიც არსებობდა დაპირისპირება.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
No article in the selected categories