შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაიღუპა 32 წლის მძღოლი

 შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა - 32 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა -  ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ცნობით, დაღუპულია სამტრედიელი გოჩა შენგელია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.