იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს და წერს, რომ ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია და ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა
როგორც გამოცემას გარდაცვლილის ნათესავებმა უთხრეს, ახალგაზრდა კაცი სამსახურში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა მისი ადგილსამყოფლის გარკვევა სცადეს და საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება
No article in the selected categories