სროლა ბათუმში - დაჭრილია ერთი ადამიანი

ბათუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, დაჭრილი 31 წლის კაცია.

ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი.  თვითმხილველის თქმით,  დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 

მედიამ ადგილზე 10-მდე ტყვია დათვალა.  ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილზებული