ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
No article in the selected categories