პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი  ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც  გასაყიდი პროდუქციის  მოპარვასა  და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს  - პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -177- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.