ნიკა კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარედგინა - დაკავებისას კაცი პოლიციელების მკვლელობას 2 იარაღიდან შეეცადა

სისხლიანი ანგარიშსწორება ვერაზე - დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალის დაგენილება კლინიკაში გააცნეს.  როგორც პროკურატურის განცხადდებაშია აღნიშნული, დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.

საქმის მასალების მიხდვით, ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რა დროსაც მან „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

ასევე ირკვევა, რომ აყვანის სპეცოპერაციის დროს, ბრალდებულმა პოლიციელების მიმართაც განახორციელა მუქარა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარეტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერიშელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებულიპირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმანიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლიიარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათიმიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლიდაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგადერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირებისსიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლიდაზიანება მიიღო.

2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-შიმდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო დასაპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნასბრალდებულმასამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარებისგაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგადბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლისქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთისაშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109- მუხლისდაქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთისაშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236- მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353- პრიმა მუხლის მესამე ნაწილით(პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივსაქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისშუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამიაგანცხადებაში