ბათუმის ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი კაცი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი პირველის წინააღმდეგ დანა გამოიყენა.
დაშავებულები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
No article in the selected categories