პოლიციამ ბათუმში, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის
მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის
კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულებმა კონფლიქტში მონაწილე ორ ადამიანს ჯანმრთელობის
მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს - მათ შორის ერთ-ერთს ცივი იარაღით,
რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე
დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.