გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

გიორგი ბარამიძე გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ბარამიძეს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოძიების დაწყების საფუძველი მის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემაში - "საქართველოს დაბადებს" - გაკეთებული განცხადება გახდა. გადაცემაში მან აფხაზეთის ომზე ისაუბრა და ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ"