მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის გაუპატიურების ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარისმიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლიდან2013 წლამდე დროის პერიოდში, მსჯავრდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთსაცხოვრებელ სახლში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდაწინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს, მას ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირიდაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არშესრულებია თოთხმეტი წელი - 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაუსწრებლადწარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მსჯავრდებული 2024 წლის 22 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ქალაქ ლონდონში დააკავეს.
გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოსგენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოშიექსტრადიციის შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
No article in the selected categories